რესპოდენტი დავით გურამიშვილი

 „რეპორტაჟი დავით  გურამიშვილთან“

   1790 წლის წვიმიანი გაზაფხული იყო. თვალები, რომ გავახილი საათი დილის ხუთ საათს უჩვენებდა. სასწრაფოდ წამოვხტი ლოგინიდან, მოვწესრიგდი, ჩანთაში უწესრიგოდ ჩავყარე ქაღალდები, რომლებზეც მთელი ერთი კვირა ვმუშაობდი. ქურთუკი შემოვიცვი და წვიმიან ქუჩას აჩქარებული ნაბიჯებით გავუყევი. ექვს საათზე გაჩერებაზე, კუთვნილი მატარებლის წინ ვიდექი. ვღელავდი, ფეხები არ მემორჩილებოდნენ, ფიქრი მიჭირდა. სწრაფად ავირბინე მატარებლის რამდენიმე საფეხური და ჩემი ადგილი დავიკავე. უკრაინამდე გზა გრძელი იყო ამიტომ ვამჯობინე სხვადასხვა ცნობებს გავცნობოდი და ყველაფერი მომეწესრიგებინა. გეტყვით, რომ დიდ, დავით გურამიშვილთან მივიჩქაროდი. არ დაგიმალავთ ასე არასდროს მინერვიულია, არც მაშინ პირველად მუშაობას, რომ ვიწყებდი რედაქციაში.

   დრო ძალიან გაიწელა, რაზეც კიდევ უფრო ვღელავდი, მაგრამ შეხვედრის სიხარული ყველაფერს ფარავდა. წაკითხული მქონდა გურამიშვილის „დავითიანი“, რისი საშუალებითაც გავეცანი მის უბადლო შემოქმედებას. პოეტმა პირუთვნელად და მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებით ასახა ჩვენი ქვეყნის იმდროინდელი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების ცოცხალი, შეუნიღბავი, თუმცა შემზარავი სურათი. მან მკაცრად და დაუნდობლად ამხილა XVIII საუკუნის საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების მანკიერი, მახინჯი, უკეთური მხარეები. დავით გურამიშვილმა მართალია იპოვა მეორე სამშობლო, იპოვა სამოღვაზეო ასპარეზი, ასახელა ქართული ხმალი, გამრჯე მეურნეც გახდა, ჰუმანური, ხელმოკლე მემამულე, მაგრამ პოეტმა ვერ გაიქარვა დადასამშობლოს დაკარგვით გამოწვეული სევდა. დავით გურამიშვილის პოლიტიკური სულისკვეთება, მისი მგზნებარე, მებრძოლი შემოქმედებითი სული გამოხატულია უწინარეს ყოვლისა მის პოემაში.

   მგზავრობის პერიოდში უამრავ საკითხზე ვფიქრობდი, მაგალითად თუ როგორ უნდა მიმემართა მისთვის, როგორ მივსალმებოდი და ჩემი მრავალფეროვანი კითხვები როგორ გამეზიარებინა მისთვის.

   და აი, მატარებელიც გაჩერდა. სწრაფად ჩამოვედი და ქურთუკის ჯიბიდან დაკეცილი ქაღალდი ამოვიღე, რომელზეც ძვირფასი პოეტის მისამართი ეწერა.

   სახლთან, რომ მივედი ღრმად ჩავისუნთქე და კარებზე მღელვარედ დავაკაკუნე. რამდენიმე წუთის შემდეგ ფეხის ხმა გავიგე და თვალები დაბლა დავხარე. კარებიდან მოხუცი, უძლური, ცალი თვალით დაბრმავებული, ჭაღარა გურამიშვილი შემომცქეროდა. მორიდება სიხარულმა გადაფარა და ხმამაღლა ვუთხარი:

 -გამარჯობა, ბატონო დავით! მე კონსტანტინე გახლავართ საქართველოდან, თქვენს სანახავად ჩამოვედი.

ვიგრძენი ნაღვლიანი სახე, ბედნიერებამ როგორ შეუცვალა, ძალიან გაუხარდა ქართველის დანახვა. მიუხედავად ამდენ წლიანი განშორებისა, პოეტს შესანიშნავდ ახსოვდა ქართული ენა, მომესალმა, გადამეხვია და შინ შემიძღვა. შინ შესულს ოთახი მოვათვალიერე. მაგიდაზე უამრავი ფურცელი იყო მიმობნეული, ვიფიქრე ალბათ ახალ ნაწარმოებზე მუშაობსთქო. ჩემი ცნობისმოყვარეობა ჩავახშე და მისი თხოვნით ფანჯარასთან მდგარ სავარძელზე ჩამოვჯექი. ჩაით გამიმასპინძლდა და მანაც ჩემს წინ დაიკავა ადგილი. გონებში აზრებს თავს ვერ ვუყრიდი, არვიცოდი საიდან ან რით დამეწყო ამიტომ ვკითხე:

-ბატონო დავით, როგორ ბრძანდებით სამშობლოსგან შორს მყოფი? რას გრძნობთ აქ?

   ვიგრძენი ჩემმა სიტყვებმა მომღიმარი სახე როგორ შეუცვალა. თავიდან განუახლა ის დიდი ტკვილი, რომელიც გულში ღრად ჰქონდა დამალული. დუმილის შემდეგ კი მიპასუხა:

-მე როგორც უცხო მხარეში გადაკარგულ პოეტს მენატრება ქართული მჭადი! და განა მარტო მჭადი? მე მენატრება მშობლიური ქვეყანა, მშობლიური მიწა. უკრაინის თავისებურად ლამაზი უსაზღვრო სტეპი არ წააგავს დედასამშობლოს უცხოდ მოხატულ მთა-ბარს, ზუბოვკასა და მირგოროდში დინჯად და მდორედ მომდინარე ხოროლის წყალი ვერ შეედრება გიჟმაჟ და დაუდგრომელ არაგვს. მენატრება შიომღვიმე, ზედაზენი, ქართლი - წელში გაწყვეტილი, გაპარტახებული, ცეცხლის კევრგავლებული, ტკბილი ქართლი. 

   მისმა სიტყვებმა ჩემზე დიდი ზეგავლენა მოახდინა, გული ძალიან მეტკინა, მაგრამ კითხვების დასმა მაინც განვაგრძე.

-მესმის,რომ რთულია წარსულის გახსენება, მაგრამ თუ შეიგიძლიათ იქნებ მიამბოთ იმ პერიოდის შესახებ, როდესაც ქართლის მეფე ვახტანგ VI იძულებული გახდა რუსეთში გახიზნულიყო. რა მდგომარეობა იყო ჩვენთან?

-ვახტანგ VI-ის რუსეთში გახიზვნის შედეგ, უპატრონოდ დარჩენილ ქვეყანაში კიდევ უფრო აიწეწა მდგომარეობა. იმატა შინააშლილობამ, გაასკეცდა მტრების ძალმომრეობა, თავი წამოჰყვეს ცხოვრების ნაძირალებმა, ალბათ გახსოვთ ეპიზოდი, როდესაც ჩემს ნაწაროებში ვაბობ:

„შეიქნა დიდი მტერობა, თქმა ერთმანეთის ძვირისა,

ამპარტავნობა და შური, ურცხვად გატეხა პირისა,

ავაზაკობა, ქურდობა, გზებზე დასხდომა მზირისა

ტყვეობა, მოკვლა ტაცება - ქვრივთა, ობოლთა, მწირისა.“

  ამის შემდეგ ბევრი ვისაუბრეთ, მეკითხებოდა თითოეულ წვრილმანს ძვირფასი სამშობლოს შესახებ. თითოეული სიტყვა სიხარულს ჰგვრიდა და გულზე მალამოდ ედებოდა. რამდენიმე დღით მასთან დამტოვა, უჭირდა ქართველთან განშორება, გამომშვიდობებისას გადამეხვია და მითხრა, რომ იმედი ჰქონდა დადგებოდა ის სანუკვარი დღე, როდესაც ქართულ მიწაზე ფეხს დადგავდა და სამშობლოს ღვთებრივ სურნელს ღრმად ჩაუშვებდა ფილტვებში. კიდევ ერთხელ გადავეხვიე და წამოვედი. მოვდიოდი და სახეს ცრემლები მინამავდა, გული მწყდებოდა ამქვეყნიურ უსამართლობაზე, მინდოდა მივტრიალებულიყავი და ისიც ჩემთან ერთად წამომეყვანა საქართველოში. გონებაში ამაყად ვიმეორებდი, რომ დავით გურამიშვილი ეს იყო დიდი ნოვატორი, თავისი ცხოვრებით, მოღვაწეობითა და შემოქმედებით და მიხაროდა, რომ ის ჩემი სამშობლოდან, ჩემი საქართველოდან იყო, რომელშიც ახლა მე ვცხოვრობდი.

                            ✍️ავტორი: ანანო ბროძელი

Комментарии