პროექტი 2019
ამაღლება და სახელმწიფოებრივი
აზროვნების ჩამოყალიბება .რაშიც,ვფიქრობ სკოლას უდიდესი როლი ენიჭება.
პირველ რიგში,ბავშვთა ერთმანეთთან თბილი დამოკიდებულების ჩამოყალიბების მიზნით საჭიროა
ისეთი აქტივობების დაგეგმვა,რომლებიც ხელს შეუწყობენ მათ დაახლოვებას:
ერთობლივი კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები-ექსკურსიები საქართველოს
წარმომადგენელია.მათი საზოგადოებასთან ინტეგრაციისა და ჰარმონიული სხვადასხვა კუთხეში,რელიგიური
და კულტურული ძეგლების გაცნობა[ეკლესიები,ტაძრები ეთნიკური
უმცირესობების ინტეგრაცია
1) მოქალაქეობრივითვითშეგნების,მუზეუმები,მეჩეთები..)
2) თეატრში,კინოში
ერთობლივი დასწრება--როგორც ქართულ,ასევე აზერბაიჯანულენოვან თეატრებში,სადაც აზერბაიჯანელ
ბავშვებს საშუალება ექნებათ გადაუთარგმნონ
და განუმარტონ ქართველებს სპექტაკლის აზრი,დიალოგები--პარალელურად ქართველებიც გაეცნობიან
აზერბაიჯანულ კულტურას,რაც პატივისცემის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
იმისათვის,რომ ბავშვებში ურთიერთპატივისცემა ჩამოყალიბდეს,საჭიროა კარგად
იცნობდნენ ერთმანეთის კულტურას,რელიგიას და ისტორიული დამოკიდებულება. ამისათვის ვგეგმავთ:
1)მოვიძიო ლიტერატურა,ბუკლეტები ორივე რელიგიის შესახებ,ბავშვები ისაუბრებენ
თავიაანთ რელიგიებზე,მათ წარმოშობაზე თვალსაჩინოებების წარმოდგენით,,მოეწყობა დისკუსიები
საერთოსა და განსხვავებულობის წარმოჩენით.
2) პოეზიის საღამოების მოწყობა--სადაც ბავშვები მოიძიებენ და წარმოადგენენ
თავიაანთი და ერთმანეთის ფოლკლორულ თუ სხვა ლიტერატურულ ნიმუშებს.--მასალის მოძიებაში
ეხმარება სკოლა.
3)რომელიმე ფოლკლორული ნაწარმოების თარგმნა ერთმანეთის ენაზე და მათი წარმოდგენა.
4)ტრადიციების საღამოები--ბავშვები წარმოადგენენ ერთმანეთის ტრადიციებს
-ქორწილისა და დაკრძალვის წესებს განაზოგადებენ,ჩვევებს,ეროვნულ ჩაცმულობებს,ეროვნულ
ცეკვებს--რაშიც ეხმარება სკოლა.
5)სკოლაში ქართული და აზერბაიჯანული კუთხის შექმნა-სადაც წარმოდგენილი
იქნება ორივე კუთვნილების ეთნოსი,ფოლკლორი,რელიგიური და კულტურული ტრადიციების მაკეტები,ტანსაცმელი.,სკოლის
მიერ მიწოდებული რესურსებით მათ შექმნიან ბავშვები.
6)ორივე ენაზე წარმოდგენილი სკეტჩების შექმნა და დემონსტრირება ასევე ორივე ეთნოსის ტრადიციების ელემენტების ჩართულობიოთ--დეკორაციები,ჩაცმულობა
7)აზერბაიჯანულ მოსახლეობაში დამკვიდრებულია ადრეული ქორწინების მავნე ტრადიცია,რაც ხელს უშლის მათ მომავალში საზოგადოებასთან ინტეგრაციაში.,მათ კარიერულ წინსვლას.მოვიძიებ ლიტერატურას,ბუკლეტებს ადრეული ქორწინების მავნეობის შესახებ,მოვიწვევ სპეციალისტებს,რომლებიც ჩაატარებენ საუბრებს ,პროცესში ჩავრთავ მშობლებსაც,
8)აზერბაიჯანელ ბავშვებში რატომღაც დაბალია სწავლის მოტივაცია სწორედ მათი
ადრეული ქორწინების ტრადიციის გამო--ამ მოტივაციის ასამაღლებლად ბავშვებს გავაცნობ
სხვადასხვა პროფესიებს,მოვაწყობ სვლას სახელმწიფო დაწესებულებებში,საუბრებს სხვადასხვა
პროფესიის ადამიანებთან. გავამახვილებ ყურადღებას
პროფესიული პერსპექტივების შესახებ.
9)მოვაწყობ დისკუსიებს ბავშვებში ყოველივე ზემოთ აღნიშნულზე თვალსაჩინოებების
წარმოდგენით--სადაც ბავშვებს საშუალება ექნებათ ღიად დააფიქსირონ თავიაანთი აზრი,და
ის მიზეზები,თუ რა უშლით ხელს ამა თუ იმ ოცნების ან მიზნის განხორციელებასი.
10) სკოლაში მოეწყობა ინტეგრაციის კაბინეტი,სადაც ჩატარდება კლუბური მუშაობები,პრეზენდაციები,მეცადინეობები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით-აუდიო,ვიდეო მასალა,პლაკატები. მუშაობისას უპირატესობთ ისარგებლებენ აზერბაიჯანელი მოსწავლეები,უფრო სრულყოფილად დაეუფლებიან კომპიუტერულ ტექნოლოგიებს,რაც მომავალში ხელს შეუწყობს მოტივაციიხ ამაღლებას,მათ კარიერულ წინსვლას.და შესაბამისად--ინტეგრაციასაც.ყველააღჭურვილობა აყვანილი იქნება სკოლის ბალანსზე,რაც უზრუნველყოფს პროექტის მუშაობას წლების მანძილზე.
მარიამ გელხაური
Комментарии
Отправить комментарий